ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია "დოჟდის" ყოფილი ტელეწამყვანი ალექსეი კოროსტელევი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ Delfi წერს.
ამ გადაწყვეტილების თანახმად, კოროსტელევს ლატვიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. როგორც Meduza წერს, ჟურნალისტი საქართველოში ცხოვრობს და მას არ აქვს ლატვიის ვიზა ან ბინადრობის ცხოვრება, ამიტომაც ლატვიას არ შეუძლია ის პასუხისგებაში მისცეს.
ტელეარხი "დოჟდი" რუსეთში დაიბლოკა მალევე მას შემდეგ, რაც რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. დაწესებული ცენზურის გამო ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იძულებული გახდა, მუშაობა შეეწყვიტა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, სადაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი გადავიდა. ივლისში კი არხმა მუშაობა აღადგინა.
დეკემბერში ლატვიის ხელისუფლება არხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია გაუჩნდა. ცნობილი გახდა, რომ NEPLP-მა ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები რუკის გამო, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართებით ფრაზა "ჩვენი არმიის" გამოყენების გამო. ბოლო შემთხვევა კი უკავშირდება ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევს, რომელმაც პირდაპირ ეთერში მობილიზებულების დახმარების შესახებ განცხადება გააკეთა.
ლატვიის მარეგულირებელმა ორგანომ გადაწყვიტა, რომ არხის მაუწყებლობის ლიცენზია უკან გაეწვია. მალევე არხის ლიცენზია გააუქმეს ლიეტუვამ და ესტონეთმაც.